ოზურგეთში 42 წლის მამაკაცი მოკლეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში 42 წლის მამაკაცი მოკლეს.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დადგენილია სავარაუდო ბრალდებული, რომლის დასაკავებლადაც, შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Comments
Loading...