ოზურგეთში, „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო აქციას მართავს

ოზურგეთში, სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ოზურგეთში, ბიძინა ივანიშვილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ხვდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და დეპუტატობის კანდიდატი დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ „ივანიშვილმა წამოიწყო რაღაც ახალი პროექტი, მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს ხვდება და არ ხვდება ხალხს, იქედან გამომდინარე, რომ რაც 4 წლის წინ დაპირდა, არ შეუსრულებია“.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აქვთ პლაკატები, სადაც წერია, „წადი“, „ივანიშვილი აფერისტი“, „ივანიშვილი თაღლითი“, „არ მოგვენატრები“.

Comments
Loading...