ოზურგეთში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

„გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს თანამებრძოლებს შევუერთდეთ და ამით ვთქვათ ჩვენი სათქმელი, რომ ყველა უსამართლობის და უკანონო ქმედების წინააღმდეგი ვართ.

მაქვს ინფორმაცია, რომ უვადო შიმშილობას ასევე შეურთდებიან ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები და ფაქტობრივად გურიის მასშტაბით გაიშლება ფრონტი თბილისში მიმდინარე აქციის სოლიდარობისა. აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ მოეგება გონს და არ დაიწყებს ჩვენთან მოლაპარაკებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რა მოთხოვნებსაც აყენებს აქციის მონაწილეები”, – აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა გოგიბერიძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.