პაატა ბურჭულაძე და ვანო მაჭავარიანი პოლიტიკური პარტიის შექმნას უარყოფენ

“საქართველოს განვითარებისთვის” ამ სახელწოდებით ფონდი პაატა ბურჭულაძემ და პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა ფონდი დააარსეს. ვანო მაჭავარინის განცხადებით ის არ გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ინფორმაციები სააგენტოებში ვრცელდება. ფონდის წევრები იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი რუხაძე იქნებიან.

Comments
Loading...