პაატა ბურჭულაძე – დღეს არავინ აღარ ჩანს ისეთი, ვისაც აინტერესებს ქვეყანა

ურჭულაძის თქმით, დღეს, პოლიტიკაში, არავინ არ ჩანს ისეთი, რომელსაც ქვეყნის ბედი აღელვებს.

„ყოველთვის ყველა ხელისუფლება იცვლებოდა რაღაც ახალი იდეის მატარებელი ხელისუფლებით, რომლებიც ხალხს უამრავ დაპირებას აძლევდა. მე ყოველი ხელისუფლების გვერდში ვიდექი, რადგან უკეთესის და უკეთესის იმედი მქონდა მუდამ. აი დღეს კი არავინ აღარ ჩანს ისეთი, ვისაც აინტერესებს ქვეყანა. რეგიონში ჩატარებული არჩევნები საკმაოდ სამარცხვინო აღმოჩნდა, რადგან ხალხს იმედი აქვს დაკარგული და ისინი დღეს აღარ მიდიან არჩევნებზე. მერე მოვა მთავრობა, რომელიც ხალხის არჩული არ არის, ისინი ამას გააპროტესტებენ და დაიწყება ქუჩებში გამოსვლები. დღეს ჩენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ასეთ რთულ დამოკიდებულებებს შევეჭიდოთ”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის განმარტებით ,,საქართველოს განვითარების ფონდის” მთავარი მიზანია ხალხს გაუღვიძოს გრძნობა, რომ მის სიტყვას მნიშვნელობა აქვს.

Comments
Loading...