პაატა ბურჭულაძე: “რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტია”

“საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე პაატა ბურჭულაძემ დიპლომატებს ფონდის სამომავლო გეგმები და ხედვა გააცნო.

საუბარი შეეხო ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხს და ვიზალიბერალიზაციის თემას. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თავად პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს დასავლურ კურს არა აქვს ალტერნატივა.

“საქართველოსთვის ერთადერთი გზა არის ევროპა, ამას ხაზგასმით აღვნიშნავ. რუსეთის აგრესიას გამართლება არ აქვს, რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტია“ – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

შეხვედრას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ვანო მაჭავარიანი, საგარეო პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი რუხაძე და სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ჯანდიერი ესწრებოდნენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.