პაატა ბურჭულაძე სცენას უბრუნდება
ყრილობაზე პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკური პლატფორმა ახალგაზრდა თაობას გადაულოცა, თავად კი, როგორც აღინიშნა, უცხოეთში მიემგზავრება და საერთაშორისო კარიერას უბრუნდება.
რაც შეეხება „სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალ თავმჯდომარეს, მას ნიკა მაჭუტაძე უხელმძღვანელებს.
24 წლის ნიკა მაჭუტაძე პოლიტიკის მეცნიერებათა მკვლევარი, კონსტიტუციონალისტი და ისტორიკოსია. ის პაატა ბურჭულაძის გვერდით პარტიის შექმნის პირველივე დღიდან იყო.