პაატა ბურჭულაძის პარტია და „ვაშაძე-ჯაფარიძე ახალი არჩევანი“ გაერთიანდნენ

პაატა ბურჭულაძის პარტია და საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე-ჯაფარიძე ახალი არჩევანი“ გაერთიანდნენ.

როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, დღეს შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლისა სახელწოდება „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ იქნება.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ ზუსტად მაშინ, როცა ჩვენს გუნდზე ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობდა. დღესაც დიდი პოლიტიკური წნეხია ჩვენზე. დღეიდან, ეს ბატონიშვილები ჩვეთან ერთად გაინაწილებენ ამ წნეხს, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ეს გმირობის ტოლფასია“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

„ვაშაძე-ჯაფარიძე ახალი არჩევანის“ წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ კი, აღნიშნა, რომ გუნდების გაერთიანებით რეალურ ძალას ქმნიან, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

Comments
Loading...