პაატა ბურჭულაზე – პოლიტიკაში ჯერ არ შევსულვარ, ამის საჭიროებას დრო გვაჩვენებს

„კიდევ ოთხი წელი ასე რომ გაგრძელდეს, როგორც ბოლო ოთხი წელი იყო, ვეღარასდროს დავდგებით ფეხზე”, – განაცხადა “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ

„პოლიტიკაში ჯერ არ შევსულვარ. არ ვიცი, ეს თუ საჭირო იქნება – ამას დრო გვანახებს. ჩამოყალიბდა „საქართველოს განვითარების ფონდი”, რომლის ჩამოყალიბებაც, ჩემი აზრით, აუცილებელი იყო. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როცა მან რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას. მთელი ცხოვრება ხალხისგან სიყვარულისა და ტაშის მეტი არაფერი მომისმენია. ალბათ დადგა დრო, რომ გადავუხადო მადლობა ჩემს ხალხს და გადავდგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ძნელი გადასადგმელია და რომელიც ტაშს და სიყვარულს გვერდით მადებინებს, რადგან რაღაც სხვა ვალდებულება მაქვს. არ შემიძლია სხვანაირად მოვიქცე. დღეს, როცა ამდენ გაჭირვებულ ადამიანს ვუყურებ, როცა ვუყურებ ასეთ უიმედობას საქართველოში… მგონია, რომ კიდევ ოთხი წელი ასე რომ გაგძრელდეს, როგორც ბოლო ოთხი წელი იყო, აღარ მაქვს იმ ცხრა წელზე ლაპარაკი, ვეღარასდროს დადვდგებით ფეხზე. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ძალიან დიდი შეხება მაქვს ხალხთან, ძალიან ბევრჯერ მომივლია საქართველო”, – განაცხადა ბურჭულაძემ,

Comments
Loading...