PACE: ლოგიკური იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობა ევროპულ კლინიკაში გააგრძელოს

ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 20 დეპუტატი მსჯავრებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და დამოუკიდებელი ექიმების დასკვნას ეყრდნობიან.

მათი განცხადებაში წერია, რომ ყოფილი პრეზიდენტს დაუყოვნებლივ ესაჭიროება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა და სტრესისგაგან თავისუფალ გარემოში მკურნალობა.

“ამის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს დემენცია, მრავალი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი. ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Amnesty International ასევე იზიარებს შეშფოთებებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააკეთოს ყველაფერი მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდეს. გარდა ამისა, ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა მკურნალობა ევროპულ სპეციალიზებულ კლინიკაში, რომელსაც უკვე აქვს მსგავსი შემთხვევების გამოცდილება.
ეს არის უპირველეს ყოვლისა ჰუმანიტარული საზრუნავი.

ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის არასტაბილურობით და ვშიშობთ, რომ საზოგადოებაში ისედაც ღრმა განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი.
თავისუფლების აღკვეთის შედეგად სააკაშვილის მძიმედ დაავადება ან გარდაცვალება შესაძლოა ამ პროცესს დაემუქროს” – წერია განცხადებაში. რომელსაც “მთავარი არხი” ავრცელებს.

Comments
Loading...