„პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავმა ისლამაბადში დაშვებამდე კატასტროფა განიცადა
პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 40-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოვარდა.
„ჩირტალიდან აფრენილმა თვითმფრინავმა კონტაქტი დაკარგა საკონტროლო კოშკურასთან იმ დროს, როდესაც ის ისლამაბადს უახლოვდებოდა“, – ნათქვამია ავიახაზების განცხადებაში.
სამძებრო ოპერაციაში ჩართულია პაკისტანის არმია, რომელმაც ამ დროისთვის კატასტროფის ადგილას 21 ცხედარი აღმოაჩინა.
პაკისტანის ტელევიზიამ აჩვენა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს მთის ფერდობზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომელიც ცეცხლშია გახვეული.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი ჩირტალიდან ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე აფრინდა, კონტაქტი კი 90 წუთის მერე დაკარგა, დანიშნულების ადგილზე დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე.
წყარო : gurdian.ge