„პანიკა რესპუბლიკელებში“ ?- დაკითხავენ თუ არა ხიდაშელს და აგულაშვილს?

თუ არ მოხდა მათი მხილება და დაპატიმრება ამ ხელისუფლების პირობებში , სხვა ხელისუფლება მოვა და დააპატიმრებს ამ ორ მინისტრს მინიმუმ-ეს განცხადება, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა. მან თავდაცვის მინისტრისა და გარემოს დაცვის მინისტრის მიერ, საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაზე “პირველ რადიოსთან” ისაუბრა. მისი თქმით, “რესპუბლიკური” პარტიის წევრები ცდილობენ ზეწოლა განახორციელონ მთავარ პროკურატურაზე და აკეთებენ განცხადებებს, რომლიც სამართალდამცველებზე პირდაპირ ზეწოლად შეიძლება აღიქვას. ინაშვილი ამბობს, რომ მას გააჩნია არაერთი მტკიცებულება თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელისა და გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის წინააღმდეგ. ასევე ინაშვილის მტკიცებით, არსებობს არაერთი მოწმე, რომელიც არჩევნებს გაყალბების ფაქტს დაადასტურებს და გამოძიებას ჩვენებას მისცემს. ინაშვილი ამბობს, რომ მთავარმა პროკურატურამ ხიდაშელი და აგულაშვილი დაკითხვაზე აუცილებლად უნდა დაიბარონ.

„ვინაიდან საგარეჯოს არჩევნების მთავარ გამყალბებლებად მე ვასახელებდი და დღესაც ვასახელებ თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრებს, შესაბამისად გამოძიების ფარგლებში უნდა დაიბარონ ორივე მინისტრი, უნდა დაიკითხონ და ცხადია უნდა მისცენ ჩვენებები. ჩვენ არ მოგვიხსნია დღის წესრიგიდან საკითხი , თინათინ ხიდაშელის და გიგლა აგულაშვილის გადადგომის შესახებ. დღეს კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პრემიერს დაატოვებინონ თანამდებობა მინისტრთა კაბინეტის ამ ორ წევრს, ვინაიდან მათ პირდაპირ ვადებთ ხელს იმაში , რომ გაყალბდა არჩევნები საგარეჯოში. მე მართალი ვარ, არანაირი გამოძიების არ მეშინია , პირიქით მოხარული ვარ რომ დაიწყო ეს გამოძიება და მზად ვარ მივიდე , მივცე ჩვენება და სათანადო მტკიცებულებებიც მივიტანო. ასევე არაერთი ცოცხალი მოწმე არსებობს, რომელიც მისცემს გამოძიებას ჩვენებას. მანამდე ჩვენ ვხედავთ როგორი პანიკაა „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერებს შორის, პარლამენტის წევრებ, პარლამენტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი წევრი და სხვა ლიდერები, მუდმივად ბოლო ორი დღის მანძილზე მიმართავენ მთავარ პროკურატურას და სხვადასხვა რჩევებს აძლევენ. რატომ დაიწყო ეს გამოძიება , ჰქონდათ თუ არა საფუძველი. პროკურატურის მიმართ მსგავსი განცხადებების გაკეთება მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არის ზეწოლის განხორციელების მცდელობა. ძალიან ბევრს , რომ ლაპარაკობენ კანონებზე და იურიდიულ ნიუანსებზე , მე მგონი ამდენი უნდა ესმოდეს პარლამენტის თავმჯდომარეს, რას ნიშნავს მისი და მისი პარტიის წევრების მხრიდან გაკეთებული ამ ტიპის განცხადებები. ამიტომ მოვუწოდებ “რესპუბლიკური” პარტიის წევრებს, დამშვიდდნენ , დაიოკონ ნერვები, მიბრძანდნენ და მისცენ ჩვენება გამოძიებას. არჩევნების გაყალბება არის სისხლის სამართლის დანაშაული, არავითარი საუბარი ვექტორებზე და პროებზე ვერ და არ გადაარჩენს დამნაშავეს, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა. არაფრით არ განსხვავდება თავდაცვის მინისტრი და გარემოს დაცვის მინისტრი სხვა რიგითი მოქალაქისგან, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და იბარებენ დასაკითხად. მით უმეტეს როდესაც სტატუსი აქვს მინისტრის და დანაშაულის ჩადენაში ვადებ ხელს ორმაგად უნდა მიბრძანდეს პროკურატურაში და მეტი ხალისით მისცეს ჩვენებები . ტელეეკრანიდან კი ნუ ითეთრებს თავს , ახლა გახურებული კამპანია , რომ მიყავს თინა ხიდაშელს. ვითომ ჯარის რეფორმირების ერთი თვის განვლილ საქმიანობას აფასებს და ყველა არხზე გამოდის და ლაპარაკობს იმაზე თურმე რა ბრწყინვალედ ჩაატარა თურმე არჩევნები საგარეჯოში. თავი დაანებოს ამ თავის გათეთრების მცდელობას, მიბრძანდეს და ჩვენება მისცეს გამოძიებას. ეს გამოძიება ობიექტურად წარმართვის შემთხვევაში, ნამდვილად დაამტკიცებს იმას, რომ ხიდაშელმა და აგულაშვილმა ნამდვილად გააყალბეს არჩევნები. მინდა რომ კარგად გააცნობიერონ, რომ არჩევნების გაყალბება არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ არ მოხდა მათი მხილება და დაპატიმრება ამ ხელისუფლების პირობებში , სხვა ხელისუფლება მოვა და დააპატიმრებს ამ ორ მინისტრს მინიმუმ” -განაცხადა ირმა ინაშვილმა.

წყარო: pirveliradio.ge

Comments
Loading...