პაპუა ახალ გვინეაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – არსებობს ცუნამის საშიშროება

პაპუა ახალ გვინეაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7.9 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ახალი ორლეანის აღმოსალეთით მდებარე რეგიონი, მთავარი კუნძულიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით იყო.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხილების ცენტრის ინფორმაციით, შესაძლოა, მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვიოს.

Comments
Loading...