პარა-ფრენბურთში დაშავებული სამხედროების მონაწილეობით ტურნირი გაიმართა

პარასპორტის განვითარების ცენტრში მჯდომარე ფრენბურთში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა იასპარეზა. თავდაცვის სამინისტროს გუნდი პოლონეთის, ლატვიისა და ყაზახეთის პარა-ფრენბურთის გუნდებს დაუპირისპირდა.

სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, თამაშებს თანამებრძოლები დაესწრნენ.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულ გუნდს ტურნირმა საშუალება მისცა ის ხარვეზები გამოავლინოს, რისი გაუმჯობესებაც სამხედროებს შემოდგომამდე მოუწევთ. უწყების მჯდომარე ფრენბურთის გუნდი საერთაშორისო ასპარეზობებისთვის ემზადება – ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობას ჯერ სექტემბრის ბოლოს, კანადაში დაგეგმილ „ძლიერთა თამაშებში“, ხოლო ოქტომბრის ბოლოს ხორვატიაში პარა-ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ.

Comments
Loading...