პარიზის ხიდის “შეყვარებულების ბოქლომებს” აუქციონზე გაყიდიან

ბოქლომებს, რომლებსაც პარიზის ცენტრში შეყვარებული წყვილები ხიდზე ამაგრებდნენ, აუქციონზე გაყიდიან.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, ვაჭრობა დღეს გაიმართება, შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება.

აუქციონზე სულ ბოქლომების 15 პანელია გატანილი. ბოქლომების ერთი შეკვრის ფასი 150-დან 200-ს ევრომდე იქნება, მთელი პანელი კი შესაძლოა, 5 ათასიდან 10 ათას ევრომდეც გაიყიდოს.

ათასობით ბოქლომი ხიდიდან, ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით, ორი წლის წინ მოხსნეს, რადგან მათი წონა 19-ე საუკუნის ნაგებობას ჩანგრევის საფრთხეს უქმნიდა.

Comments
Loading...