პარიზის პოლიციამ ე.წ. შაჰიდის ქამარი იპოვა

პარიზის პოლიციამ ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში ე.წ. შაჰიდის ქამარი იპოვა. ხელნაკეთი მოწყობილობა, რომელიც ნაგვის ურნაში აღმოაჩინეს, იმავე ასაფეთქებელ მასალას შეიცავს, რაც პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტების დროს იყო გამოყენებული.

ფრანგული გამოცემა Le Monde წერს, რომ გაქცეული ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის ტელეფონის გეოგრაფიული მონაცემები ბოლოს სწორედ მონ რუჟში დაფიქსირდა. ჯერ-ჯერობით უცნობია მართლა მას ეკუთვნოდა თუ არა ე.წ შაჰიდის ქამარი.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 140-მდე ადამიანია დაკითხული. ჩხრეკა ათასზე მეტ ადგილას ჩატარდა.

სირიის ტერიტორიაზე კი ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე საფრანგეთმა პირველი საზღვაო დარტყმები ვერტმფრენმზიდ შარლ დეგოლიდან უკვე განახორციელა.

Comments
Loading...