პარიზის ტერაქტების დროს დაღუპულის ქმრის სულისშემძვრელი წერილი ტერორისტებს

პარიზის ტერაქტების დროს დაღუპულის ქმრის სულისშემძვრელი წერილი ტერორისტებს:

“პარასკევს ღამით, თქვენ მომპარეთ გამორჩეული სიცოცხლე – ჩემი ცხოვრების სიყვარული, ჩემი ვაჟის დედა – თუმცა თქვენ ვერ მიიღებთ სიძულვილს. არ ვიცი ვინ ხართ და არც მაინტერესებს, თქვენ მკვდარი სულები ხართ. თუ ის ღმერთი, რომლის გამოც ბრმად კლავთ, ყველა ტყვია ჩემი ცოლის სხეულში, იქნება ჭრილობა მის გულში.

არა, მე არ გპირდებით ჩემს სიძულვილს. თქვენ გუსრთ, რომ მე შემეშინდეს, რადგან ჩემს თანამემაულეებს უნდობლობით შევხედო, რათა ჩემს უსაფრთხოებას ჩემი თავისუფლება შევწირო. თქვენ წააგეთ.

მე ჩემი ცოლი ამ დილით ვნახე. საბოლოოდ, დღე-ღამის ლოდინის შემდეგ. ის ისეთივე ლამაზი იყო, როგორიც პარასკევს ღამით. სწორედ ისეთი, როგორიც უკიდეგანოდ შემიყვარდა 12 წლის წინ. რა თქმა უნდა, მე განადგურებული ვარ ამ ტკივილისგან, გაძლევთ ამ პატარა გამარჯვებას, თუმცა ტკივილი ხანმოკლე იქნება. ვიცი, რომ ის ყოველდღე ჩვენთან იქნება და ვიპოვნით ჩვენს თავს იმ სიყვარულის სამოთხეში, რომლის წვდმა თქვენ არ გაქვთ.

ჩვენ მხოლოდ ორნი ვართ, ჩემი ვაჟი და მე, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე მთელი მსოფლიოს რაზმი. თქვენთვის მეტი დრო აღარ მაქვს. უნდა მივხედო მელვილს, რომელიც ახლა იღვიძებს. ის ახლა 17 თვის არის. ის შეჭამს, როგორც ყოველთვის, შემდეგ ვითამაშებთ, როგორც ყოველთვის. მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში ბიჭი გაგაწამებთ, რადგან იქნება ბედნიერი და თავისუფალი, რადგან არა, ვერც მის სიძულვილს ეღირსებით!”

Leave A Reply

Your email address will not be published.