პარიზის ტერაქტების საქმეზე ახალი ეჭვმიტანილი დააკავეს

პარიზის ტერაქტების გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 29 წლის მამაკაცი დააკავა. მისი სახელი ჯერჯერობით არ ვრცელდება.

თავდასხმის მომენტიდან საფრანგეთში 2700 პოლიციის რეიდი ჩატარდა და 360 ადამიანს შიდა პატიმრობა მიესაჯა – ამის შესახებ “ფრანს პრესი” წერს.

საფრანგეთის ჩრდილოეთით კიდევ ორი ადამიანია დაკავებული, რომლებიც იარაღით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილები. ახლა მათი დაკითხვა მიმდინარეობს.

აფეთქებების სერია პარიზში 14 ნოემბერს მოხდა. მას 130 ადამიანი ემსხვერპლა და 400-მა მძიმე დაზიანება მიიღო.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

Comments
Loading...