პარიზის ტერაქტების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 132–მდე გაიზარდა

საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებული ტერაქტების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 132–მდე გაიზარდა. დღეს პარიზის ჰოსპიტალში სამი დაჭრილი გარდაიცვალა.

საავადმყოფოებში ამ დრომდე ასობით დაჭრილი რჩება.

პარიზში ტერაქტების სერია 13 ნოემბერს განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

Comments
Loading...