
პარიზის ტერაქტის მესამე მონაწილის ვინაობა ცნობილია
საფრანგეთის პოლიციამ პარიზში, ბატაკლანის თეატრში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მესამე მონაწილის ვინაობა დაადგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” , ფრანგულ გაზეთ Le Parisien-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთის წყაროს ინფორმაციით, ის 23 წლის სირიელი, ფუად მოჰამედ აჰადია, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სტრასბურგში ცხოვრობდა.
“ბატაკლანის თეატრში” მიმდინარე როკ-კონცერტზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა.