პარიზში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 129-მდე გაიზარდა

პარიზში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 129-მდე, დაშავებულთა კი – 352-მდე გაიზარდა. როგორც “ბიბისი” იტყობინება ამის შესახებ პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, 99 დაშავებულის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. დაღუპულთა შორის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.
საფრანგეთში გუშინ ექვს სხვადასხვა ადგილზე ტერაქტი მოხდა. პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა უწოდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.