პარიზში პოლიციამ სამი ტერორისტი დაიჭირა

პარიზის სან-დენის გარეუბანში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად შვიდი ადამიანია დაკავებული, რომელთაგან სამი ტერორისტია. სპეცოპერაციის დროს მსუბუქად დაიჭრა ხუთი სამართალდამცველი.
საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ორი ტერორისტი დაიღუპა, აქედან ერთ-ერთმა, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა შტურმისას თავი აიფეთქა.

Leave A Reply

Your email address will not be published.