პარიზში ტერაქტების მომწყობი 7 “ბოევიკიდან” ორის ასაკი დაახლოებით 15-18 წელია

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზის ტერაქტებში მოზარდებიც მონაწილეობდნენ. როგორც Le Figaro წყაროზე დაყრდნობით წერს, პარიზში ტერაქტების მომწყობი 7 “ბოევიკიდან” ორის ასაკი დაახლოებით 15-18 წელია. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიცილაურად არავის დაუდასტურებია, თუმცა არც უარყოფა მომხდარა.
ამასთან, ტერაქტების რამდენიმე თვითმხილველმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ.
ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა და 352-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

Leave A Reply

Your email address will not be published.