“პარკინგსერვისმა” მძღოლებს მოსამზადებელი პერიოდი 5 თებერვლამდე განუსაზღვრა

ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებულმა შპს “პარკინგსერვისმა” საინფორმაციო კამპანია დაიწყო. დღეს მძღოლებს თავიანთ ავტომობილებზე ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ბროშურები დახვდათ.

შპს “პარკინგსერვისის” გადაწყვეტილებით, ავტომფლობელებისათვის 2016 წლის 5 თებერვლამდე მოსამზადებელი პერიოდი განისაზღვრა. ეს კი იმას გულისხმობს, რომ 5 თებერვლამდე მძღოლების დაჯარიმება არ მოხდება. შემდეგ კი დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში “პარკინგსერვისის” წარმომადგენლები მძღოლებს ადმინისტრაციული წესით დააჯარიმებენ.

რაც შეეხება ფასებს, შემდეგნაირად განისაზღვრა;

ერთ საათით ავტომობილის გაჩერებისათვის 50 თეთრის გადახდა მოგიწევთ, სამ საათამდე 1 ლარი, ყოველი მომდევნო საათი კი 50 თეთრი.

1 დღე 2 ლარი, 7 დღე 5 ლარი, 30 დღე 10 ლარი, 182 დღე 25 ლარი, 365 40 ლარი. ტაქსებისათვის 10 დღე 10 ლარი, 20 დღე 20 ლარი, 30 დღე 30 ლარი. რაც შეეხება სათვირთო ავტომობილებს 1 დღე 3 ლარი, 30 დღე 30 ლარი, 182 დღე 150 ლარი, 365 დღე კი 250 ლარი.

მძღოლებს გადახდა შეუძლიათ ბანკებსა და სწრაფი გადახდის აპარატებზე.

Comments
Loading...