პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის ასარჩევ კონკურსს აცხადებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია 2016 წლის 30 დეკემბრიდან 2017 წლის 13 იანვრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საბჭოს წევრობის არაუმეტეს სამი (3) კანდიდატურა.

პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და აგრეთვე კანდიდატი უნდა იყოს სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევა ხდება პარლამენტის პლენრულ სხდომაზე, პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.

ipress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.