პარლამენტის აპარატის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაინიშნა
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც პარლამენტის აპარატის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაინიშნა.
ანრი ოხანაშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში 49-ე ნომერია. მას განათლება ბერლინში „ჰუმბოლდტის” უნივერსიტეტში აქვს მიღებული.
ანრი ოხანაშვილი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.