პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მეანაბრეებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

საკანონმდებლო ორგანოსთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულთა აქცია იმართება.

მეანაბრეების თქმით, მათ პარლამენტის შესასვლელთან კედელზე ტრანსფარანტის გაკვრა უნდოდათ, რისი საშუალებაც საკანონმდებლო ორგანოს დაცვამ არ მისცა და აქციის მონაწილეებსა და დაცვას შორის დაპირისპირებახ ამის გამო მოხდა.

აქციის მონაწილეები მეხუთე დღეა შიმშილობენ. დაზარალებული მეანაბრეები თანხის დაბრუნებას ითხოვენ.

Comments
Loading...