პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს

კობახიძე 1978 წლის 25 სექტემბერს დაიბადა. პროფესიით იურისტი, სამართლის დოქტორია. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის დამთვარების შემდეგ, განათლება უცხოეთში _ დიუსელდორფის უნივერსიტეტში მიიღო.

მისი სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება: სამუშაო გამოცდილება – აკადემიური დაწესებულებები08.2014 – დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 09.2011 – 08.2014 კავკასიის უნივერსიტეტი/კავკასიის სამართლის სკოლა
ასოცირებული პროფესორი; 09.2011 – 06.2013 საქართველოს უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 02.2009 – 02.2010 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 03.2007 – 01.2008 თ. წერეთლის სახელმწიფოს და სამართლის ინსტიტუტი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 09.2005 – 02.2012 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას: 01.2013 – 07.2014 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროექტის მენეჯერი; 11.2011 – 11.2012 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ექსპერტი რეგიონული განვითარების საკითხებში; 10.2011 – 03.2012 ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში; 01.2011 – 12.2012 ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი; 01.2009 – 10.2011 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მენეჯერი; 06.2006 – 12.2008 გაეროს განვითარების პროგრამა /სსიპ – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში; 06.2000 – 10.2001 USAID/Overseas Strategic Consulting Ltd საზოგადოებრივი განათლების პროექტის კოორდინატორი შიდა ქართლის რეგიონში.

“გურია ნიუსის” ინფორმაციით მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გახდება.

Comments
Loading...