პარლამენტის თავმჯდომარე „ძალიან მძიმე დანაშაულის“ გახსნისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მადლობას უხდის

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ძალიან მძიმე დანაშაულის“ გახსნისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მადლობას უხდის.

პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ბოლომდე მივა.

„მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს ძალიან მძიმე დანაშაულის გახსნისთვის. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ბოლომდე მივა გამოძიება და საბოლოოდ გაიხსნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

„ძალიან კარგია, რომ წარმატებით ჩაიაარა ოპერაციამ. მინდა პატრიარქს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ipn.ge

Comments
Loading...