პარლამენტში ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. სხდომას, რომელიც დახურულ ფორმატში გაიმართა, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც ესწრებოდა. საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ ომბუდსმენის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა.
„მომავალში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა იქნება არა კომიტეტის თავმჯდომარის კეთილი ნება, რომ ამ ფორმატით და ამ ახალი სტანდართით, როგორითაც ჩვენ ბოლო სამი წელია ვიხილავთ და ვუსმენთ სახალხო დამცველის ანგარიშს, არამედ ეს იყოს გაწერილი კონკრეტულად რეგლამენტში და სახალხო დამცველის შესახებ კანონში. ნებსიმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ადამიანის უფლებებს პატივს სცემს, მნიშვნელოვანია, რომ სახლხო დამცველის ინსტიტუტს აძლიერებდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

Comments
Loading...