პარლამენტში ელისაშვილის განცხადებებზე იმსჯელებენ

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირების საქმეზე ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე რამდენიმე დღეში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში იმსჯელებენ.

სხდომა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირების მოთხოვნით გაიმართება.

ისინი მოითხოვენ, რომ განხილვას თბილისის საკრებულოს დეპუტატიც დაესწროს და ბრალდებები არგუმენტებით დაასაბუთოს.

„მან თქვა, რომ მას გონივრული ეჭვი გააჩნია და ეს რას ემყარება, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მას მიზანმიმართული დავალება აქვს კამპანიის აგორების,“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

Leave A Reply

Your email address will not be published.