პარლამენტში მიხეილ ჯანელიძეს და ვიქტორ დოლიძეს მოუსმენენ

პარლამენტში, ხვალ საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს მოუსმენენ.

მინისტრებთან შეხვედრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გაიმართება.

შეხვედრის მთავარი თემა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაწეული საქმიანობა და მიმდინარე საერთაშორისო აქტივობებია.

ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში (თბისლისი) 12:00 საათზე დაიწყება.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...