პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შევიდა

პარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შევიდა.

მთავრობამ ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტის ბიუროს დღეს წარუდგინა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ბიუჯეტის პროექტთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ბიუჯეტის შესრულების ცხრა ანგარიში შევიდა.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს დეკემბრის მესამე პარასკევამდე დაამტკიცებს.

Comments
Loading...