“პატ­რუ­ლის მარ­გა­ლი­ტე­ბი”

ვერ უარ­ვყოფთ, რომ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მსგავ­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი ფრთი­ა­ნი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით და­ა­მახ­სოვ­რეს. მად­ლი­ე­რი მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან კი ცნობილი ფრაზის “ჩვე­ნი პო­ლი­ცია ჩვენ გვი­ცავს” გვერდით კიდევ ერ­თმა ფრა­ზამ მო­ი­კი­და ფე­ხი – “მად­ლო­ბა პატ­რულს”! გთა­ვა­ზობთ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მარ­გა­ლი­ტებს, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი ტე­ლე­ვი­ზი­ით მო­ვის­მი­ნეთ, ზო­გიც – მძღო­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს:

– ვმოძ­რა­ობ­დი ჩემს კვად­რატ­ში (უმ­ჯო­ბე­სია – ჩემს სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პატ­რუ­ლი­რე­ბი­სას).

– ჩვე­ნი ეკი­პა­ჟი დრო­უ­ლად მი­ვი­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას, მაგ­რამ მოხ­და დამ­ნა­შა­ვის გაქ­ცე­ვა, ვა­წარ­მო­ებთ ძებ­ნას.

– მო­ქა­ლა­ქემ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლა, რის შე­დე­გადაც დად­გა სიკ­ვდი­ლი.

– კვად­რატ­ში მოძ­რა­ო­ბი­სას შევ­ნიშ­ნე, რომ მო­ქა­ლა­ქე ახორ­ცი­ე­ლებ­და მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქის ცე­მას.

– ალო, “რი­ო­ნი­ი” (ა­ლო – და­უშ­ვე­ბე­ლი­ა, წე­სით – რი­ო­ნი, მაგ. 305 ვარ,) სვე­ტა­ფო­რი გა­ი­ჭე­და სტა­ფი­ლოს­ფერ­ზე და და­რე­კეთ სად­მე (ალ­ბათ, იმის თქმა უნ­დო­და, რომ შუქ­ნი­შა­ნი და­ზი­ან­და და მუდ­მი­ვად ყვი­თე­ლია ჩარ­თუ­ლი).

– ბი­ნის ქურ­დო­ბის ად­გი­ლას მი­ვიდ­ნენ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: რი­ო­ნი, ჩვენ უკ­ვე ად­გილ­ზე ვართ და შემ­დგო­მი რა ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგათ? (რა იცის ოპე­რა­ტორ­მა?)

– პე­კინ­ზე სა­ცო­ბი­ა. ას­მე­თა­უ­რი გა­დას­ცემს პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს, ავ­ტო­ბუ­სია გა­ჩე­რე­ბუ­ლი, სა­ცობს ქმნის, მი­დით, მძღო­ლი ნა­ხეთ და უთხ­ა­რით, გა­და­ა­ყე­ნო­სო. სვა­ნი პატ­რუ­ლი პა­სუ­ხობს: ოც­და­ცა­მე­ტი, ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი ვნა­ხეთ და ვერ ან­ძრევს. მას მე­ო­რე პატ­რუ­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა – შენ მი­ეხ­მა­რე!

– მო­ქა­ლა­ქემ პატ­რუ­ლი გა­მო­ი­ძა­ხა (კონ­კას­თან ტაქ­სში მძღო­ლი სა­ზურ­გე­ზეა გა­და­წო­ლი­ლი და მო­ქა­ლა­ქე ვერ არ­კვევს, სძი­ნავს თუ – გარ­და­იც­ვა­ლა). ეკი­პა­ჟი მი­ვი­და, ცენ­ტრი ეკითხ­ე­ბა მათ, რა ხდე­ბა? პატ­რუ­ლი პა­სუ­ხობს: კონ­კას­თან მძღოლ­თან ვართ, ვან­ძრევთ, მაგ­რამ შე­დე­გი არა აქვს.

– ცენ­ტრი გად­მოს­ცემს გა­ტა­ცე­ბუ­ლი მა­ქა­ნის სე­რი­ას და ნო­მერს: ყვე­ლას სა­ყუ­რადღ­ე­ბოდ, გა­ტა­ცე­ბუ­ლია ავ­ტო­მან­ქა­ნა “მერ­სე­დე­სი”, სე­რია და ფე­რია უც­ნო­ბი­ა.

– ერ­თ-ერ­თი რა­ი­ო­ნის ოც­მე­თა­უ­რი და­სახ­მა­რებ­ლად მო­უ­წო­დებს პატ­რულს, ყვე­ლა ეკი­პა­ჟი ამო­დით ქარ­თლის დე­დას­თა­ნო. დარ­ბი­ან ეკი­პა­ჟე­ბი, ეძე­ბენ, და­სახ­მა­რე­ბელ ობი­ექტს, გა­და­ა­წით­ლეს ტყე, მაგ­რამ ამა­ოდ. აღ­მოჩ­ნდა, რომ “ქარ­თლის დე­და­ში” ოც­მე­თა­უ­რი ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ აღ­მარ­თულ მუ­ზას გუ­ლის­ხმობ­და.

– პე­რი­ო­დუ­ლად ქუ­ჩებ­ზე ეკი­პა­ჟე­ბი ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბი­ან, ზოგ­მა სა­ნა­პი­რო­ზე უნ­და იმოძ­რა­ოს, ზოგ­მა –

რუს­თა­ველ­ზე. პატ­რუ­ლი გა­დას­ცემს: 305, შე­ნა

სა­ნა­პი­რო­ზე ჩა­ი­წი­ე, 303 – შენ რუს­თა­ველ­ზე ამო­ი­წი­ე

 

– რო­დე­საც ქა­ლაქ­ში სა­ცო­ბე­ბი­ა, დრო­დად­რო წი­თელ­ზე უნ­და გა­ა­ტა­რო ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, დრო­დად­რო – ჩა­კე­ტო, მოძ­რა­ო­ბას პატ­რუ­ლი არე­გუ­ლი­რებს. ას­მე­თა­უ­რი გა­დას­ცემს: პე­კინ­ზე და კოს­ტა­ვა­ზე პე­რი­ო­დუ­ლად ათა­მა­შეთ! (ე­.ი. გახ­სნან და ჩა­კე­ტონ მოძ­რა­ო­ბა).

– მზის ჩას­ვლი­სას ცენ­ტრის პო­ლი­ცი­ე­ლი გა­დას­ცემს პატ­რულს, რომ ჩარ­თონ ციმ­ცი­მე­ბი. ერთ-ერ­თი ოც­მე­თა­უ­რი გა­დას­ცემს თა­ვის ოცე­ულს: ახ­ლა და­ღამ­და და ყვე­ლამ ჩარ­თეთ ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი.

– ავ­ტო­მა­ნა­ქა­ნა მოძ­რა­ო­ბი­სას იმ ზოლ­ში დგას, რო­მე­ლიც სულ თა­ვი­სუ­ფა­ლი უნ­და იყოს. მეგ­რე­ლი პატ­რუ­ლი რა­ცი­ით და კუთხ­უ­რი კი­ლო­თი მი­მარ­თავს მძღოლს: ჯი­პი, შენ აქ არ უნ­და იყო სა­ერ­თოდ!

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი “ყველა სიახლე”
(გამოდის ოთხშაბათობით)

Leave A Reply

Your email address will not be published.