პატრიარქი: პარასკევს, მეტეხის ხიდზე 100 000 მოწამის სადიდებლად პარაკლისი შესრულდება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა დააჯილდოვა სასულიერო პირები და დალოცა გვარები.
“პარასკევს, 13 ნოემბერს 100 000 მოწამის ხსენებაა. საღამოს 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე შესრულდება პარაკლისი მათ სადიდებლად.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა,” – ბრძანა პატრიარქმა.
100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ყოველი წლის 13 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, მეტეხის ხიდის მიმართულებით მსვლელობა ეწყობა, რომელშიც სხვადასხვა ეკლესიის მრევლი მონაწილეობს.
მოწამეთა პატივსაცემად მორწმუნეები მტკვარში ყვავილებს ყრიან…