პატრიარქი: ყოველ ადამიანს თავისი ჯვარი გააჩნია
ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესაწაულო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
პატრიარქმა წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესაწაული მიულოცა.
„ყველას სიყვარულით, სიხარულით გილოცავთ ნინოობას. წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს. ყოველ ადამიანს თავისი ჯვარი გააჩნია. ღმერთი აძლევს ამ ჯვარს და ხშირად, მძიმე ჯვარს აძლევს. ჩვენ დღეს შევთხოვთ წმინდა ნინოს, რომ საქართველო დამშვიდეს, გაძლიერდეს, გამთლიანდეს“, – ბრძანა პატრიარქმა.
სადღესასწაულო ლიტურგიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პატრიარქმა მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები დალოცა, რომელიც ტაძარში იმყოფებოდა.