პატრიარქი: ყოველ ორშაბათს ბავშვები სამებაში მოიყვანეთ, მე მათ დავლოცავ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბავშვების დალოცვის წესის აღდგენას გეგმავს. როგორც მან ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა: “მინდა აღდგეს წესი, ეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს, ყოველ ორშაბათს შესრულდება პარაკლისი და დალოცვლი იქნება ბავშვები”.
ლოცვა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ხვალ, 16:00 საათზე შესრულდება, პარაკლისი კი 17:00 საათზე.
“5 საათისთვის მობრძანდით სამების ტაძარში და მოიყვანეთ ბავშვები, მე თვითონ შევასრულებ პარაკლისს”, – ბრძანა პატრიარქმა.

Comments
Loading...