პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მივიდა. ილია მეორე ტაძარში შენდობის წესს აღავლენს.

პატრიარქი ტაძარში ზვიად ბუჩუკურმა შეიყვანა.

არსებული ინფორმაციით, სწორედ ბუჩუკური უხელმძღვანელებს საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურს.

კათოლიკოს-პატრიარქი დღეს დილით საკვირაო წირვას უნდა დასწრებოდა, თუმცა, როგორც „ინფო 9“-ს პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, ილია მეორეს  დილით მცირე სისუსტე აღენიშნებოდა, რის გამოც, წირვაზე წასვლა ვეღარ მოხერხდა.

კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება.

Comments
Loading...