პატრიარქი: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 24 საათი ღია იქნება


“მე მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, საქართველოში და განსაკუთრები სვეტიცხოველში დაწესდეს 24 საათიანი ლოცვა. ყველა ადამიანს დღე და ღამე ექნება საშუალება შემოვიდეს სვეტიცხოველში და შეასრულოს ლოცვა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ლოცვები”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მცხეთაში, სვეტიცხოველის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ბრძანა.

ილია მეორემ ტაძარში აღნიშნა, “შემთხვევით არ არის ის, რომ ჩვენ აღვადგინეთ უძველესი წესი შვიდგზის ლოცვა. ჯერ კიდევ დავით მეფე ისრაელისა, ფსალმუნთა დამწერელი დღეში შვიდჯერ ლოცულობდა”.

დღეს, 14 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგიას მცხეთაში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცეპრემიერ კახი კალაძე, თბილისი მერი დავითა ნარმანია, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.

Comments
Loading...