პატრიარქის ექიმი – ამ ეტაპზე პატრიარქის ჯანმრთელობის მხრივ რაიმე საშიშროება არ იკვეთება და საღამოს, სავარაუდოდ, უწმინდესი სამებაში მიბრძანდება

ამ ეტაპზე პატრიარქის ჯანმრთელობის მხრივ რაიმე საშიშროება არ იკვეთება და საღამოს, სავარაუდოდ, უწმინდესი მიბრძანდება სამების ეკლესიაში, – ამის შესახებ პატრიარქის ექიმმა, შალვა პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პატრიარქს დილით ჰქონდა ”მცირედ გამოხატული სისუსტე”, თუმცა, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. „პატრიარქის მდგომარეობა არის კარგი, სტაბილური. დილით მას ჰქონდა მცირედ გამოხატული სისუსტე.
გერმანელი ექიმების რეკომენდაციაც იყო, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ის ყოფილიყო მშვიდად, ჰქონოდა ნაკლები ფიზიკური და ემოციური დატვირთვა, მაგრამ მოგეხსენებათ, აქ მიმდინარე მოვლენების გამო ეს არ გამოვიდა. ამიტომ, რა საკვირველია ამ ყველაფერმა იმოქმედა. ამ ეტაპზე საშიშროება არაფერი იკვეთება მისი ჯანმრთელობის მხრივ და საღამოს, სავარაუდოდ, უწმინდესი მიბრძანდება სამებაში”, – განაცხადა ექიმმა.

Comments
Loading...