პატრიარქის ექიმის თქმით, ილია მეორე წირვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო

საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ცისანა შარტავას განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, წირვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.

ცისანა შარტავამ განაცხადა, პატრიარქს დილით მცირე სისუსტე აღენიშნებოდა.

„დღეს დილით მცირე შემცივნება და დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ამიტომ ვეღარ მოხერხდა წირვაზე წასვლა. ექიმების რჩევაა, რომ რამდენიმე კვირა სიმშვიდეში იყოს“, -აღნიშნა ცისანა შარტავამ.

მისივე თქმით, ზოგადად, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორე სავარაუდოდ. სამების საკათედრო ტაძარში საღამოს მიბრძანდება.

პატრიარქი ბერლინიდან ოპერაციის შემდეგ, თბილისში ერთი კვირის წინ დაბრუნდა.

უწმინდესს HELIOS Berlin-Buch-ის კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ლაპაროსკოპიული მეთოდით ოპერაცია ჩაუტარდა.

Comments
Loading...