პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 659 ბავშვი გახდება

დღეს ნათლისღებაა. კათოლიკოს პატრიარქის ნათლული კი კიდევ 659 ბავშვი გახდება. ეს უკვე ჩვილთა 42-ე საყოველთაო ნათლობა იქნება.პატარებს საჩუქრად ჯვარი, ნათლობის მოწმობა და საშობაო ეპისტოლე გადაეცემათ.ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ ილია II ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

Leave A Reply

Your email address will not be published.