პატრიარქის პირადი ექიმი – ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება

საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ექიმმა ცისანა შარტავამ ჟურნალისტებს პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შარტავას განცხადებით, ამ დროისთვის პატრიარქის ჯანმრთლობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

”პატრიარქის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმის არის. სავარაუდოდ აქ არის ინფექცია, გრიპის ვირუსით. დაავადება მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ სავარაუდო გართულებების თავიდან ასაცილებლად. ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ექიმმა ცისანა შარტავამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.