პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ვანო კობაიძე დაიკავებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას სავარაუდოდ, ვანო კობაიძე დაიკავებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „იბერია“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ვანო კობაიძე საბაჟოს ყოფილი თანამშრომელი და პატრიარქთან დაახლოებული პირია.

პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი სპეციალურ ბრიფინგს ხვალ გამართავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოხანაშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს.

Comments
Loading...