პატრიარქმა ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი გულის ჯვარი უსახსოვრა

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მთავრობის წევრებთან ერთად “რუსთაველის თეატრში”, მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით სპექტაკლს – “ჩემი მძევალი ანგელოზები” დაესწრო.

პატრიარქმა, სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მონაწილეები დალოცა და ბეჭდები გადასცა.
უწმინდესმა ბრძანა, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან ისაუბრა იმაზე, რომ პატრიარქს პატიმრებისა და ბრალდებულების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს.

“ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ქონდეს უფლება შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ჩვენ ამაზე ვესაუბრეთ პრემიერ-მინისტრს და იმედი გვაქვს, რომ დააყენებს ამ საკითხს”, – ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა. ასევე, ხატი უსახსოვრა სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს.
სპექტაკლის პარალელურად, თეატრის ფოიეში, მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც 70-მდე ექსპონატი იყო წარმოდგენილი. პატრიარქმა და მთავრობის წარმომადგენლებმა სპექტაკლის დაწყებამდე გამოფენა დაათვალიერეს. დღევანდელი ღონისძიება სასჯელაღსრულების სამინისტრომ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართა. სპექტაკლს 80 მსჯავრდებული ესწრებოდა

Leave A Reply

Your email address will not be published.