პატრიარქმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა – „ყველაფერი კარგად იქნება“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
პატრიარქმა ხმა კრწანისის მე-7 ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე მისცა.

მან მოქალაქეებს არჩვენების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ხალხმა ის კანდიდატები აირჩია, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან.

„ყველაფერი კარგად იქნება. ქართველმა ხალხმა აირჩია ის კანდიდატები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. გილოცავთ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას”, – განაცხადა უწმინდესმა.

Comments
Loading...