პატრიარქს გერმანიაში დღეს ოპერაცია ჩაუტარდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გერმანიაში ოპერაცია დღეს ჩაუტარდება.

როგორც „ინფო 9“-ს საპატრიარქოს პრესმდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, უწმინდესს ოპერაციას ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარებენ.

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გერმანიაში საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ცისანა შარტავა და კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი გაყვა.

პატრიარქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.

Comments
Loading...