“პატრიარქს თუ შეწყალების უფლება ექნება, მაშინ პრეზიდენტს მიანიჭონ ზიარების უფლება”

„პატრიარქს თუ შეწყალების უფლება ექნება, მაშინ პრეზიდენტს მიანიჭონ ზიარების უფლება საუფლო დღესასწაულებზე მაინც და გასწორდება კართაგენი. არ შეიძლება პრეზიდენტის სიძულვილით დაბრმავებულმა სახელმწიფოს ნიშნები ვანგრიოთ. თუ პატრიარქი ყველაზე ცოდვილ შვილებს არ შეიწყალებს, გამოდის, რომ ის თავის სულიერ შვილებს ასხვავებს და მისი შემწყნარებლობა ეჭვქვეშ დადგება! როგორც ჩანს, ეს ინიციატივა მმართველ კოალიციაში განხეთქილების მიზეზი ხდება. მე თვითონ ყოფილი პატიმარი ვარ, მაგრამ სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერავის გადასცემს, საქართველოში, რომელიც სეკულარული ქვეყანაა და სადაც ხელისუფლება არის ხალხის ხელში, ასეთი ინიციატივის განხორციელება წარმოუდგენლად მიმაჩნია“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.