`პატრიარქს უმორჩილესად ვთხოვ, დაიკავოს გარეგნული ნეიტრალიტეტი მაინც საარჩევნო პროცესში`

ამ შეხვედრას შეიძლება დაერქვას “უწმინდურები უწმინდესთან”. გეყოთ დედა ეკლესიის გამოყენება ბინძური მიზნებისათვის, თქვენისთანა ვაჭრებს უფალმა იერუსალიმის ტაძარში, დახლები აუშალა. პატრიარქს კიდევ ერთხელ უმორჩილესად ვთხოვ, დაიკავოს გარეგნული ნეიტრალიტეტი მაინც საარჩევნო პროცესში. ხოლო, თუ მხოლოდ ხელისუფლების კანდიდატებს სთვლის თავის სულიერ შვილებად, მაშინ ანათემას გადაგვცეს როგორც ძირგამომთხრელი ოპოზიცია და ყველაფერი ნათელი იქნება`, – ასე ეხმაურება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სამეგრელოში, ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეხვედრას პატრიარქთან.

წყარო: ფოსტალიონი

Comments
Loading...