“პატრიოტთა ალიანსი” 8 ნოემბრიდან პერმანენტული აქციების დაწყებას გეგმავს

საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს. ასევე, ირმა ინაშვილი 8 ნოემბრიდან საპროტესტო აქციებსაც აანონსებს.

“ჩვენ ღირსეულად მოვიგეთ ეს არჩევნები. არჩევნებში სერიოზული დარღვევებია შემჩნეული და ამ ყველაფერს ჩვენ გავაპროტესტებთ სასამართლოს გზით, მაგრამ არსებობს მესამე გზაც. 12 წლის შემდეგ, მე და ჩემი თანამოაზრეები, ისევ ვუბრუნდებით რუსთაველის ძეგლს და ისევ ვამაგრებთ საპროტესტო კერას რუსთაველის ძეგლთან. ჩვენ ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს და ასევე ვგეგმავთ, ერთ დიდ აქციას, ეს იქნება დასაწყისი პერმანენტული აქციების”,– განაცხადა ინაშვილმა.

Comments
Loading...